
"ეს ექიმები რეალურად საქართველოს მედიცინის სიამაყეები არიან ეს ასეა... არაფრის არ ეშინიათ " - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, "ლელოს" წევრი ვახტანგ სურგულაძე, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების ჯგუფზე საუბრისას.
სურგულაძე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ექიმები პოლიტიკურ მიკერძოებაში დაადანაშაულა და მათ დაემუქრა, დასკვნას კი "ფეიკი" უწოდა.
თავის საქმეშიც დილეტანტი ადამიანები, ყველა როგორ შეიქმნა ექიმებად. ეს მასხარა ხალხი, რომლებიც ასრულებს ორი კაცის დავალებას, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის და ბორის გრიგორევიჩის დავალებებს. თორემ მე კარგად ვიცი და თვითონაც კარგად გრძნობენ, რომ სისულელეს საუბრობენ, რაშიც ვერ ერკვევიან და ისეთ ექიმებზე იძახიან ფეიქია, ეს საყვარელი სიტყვა ხო? სხვა ვერაფერი ვერ ისწავლა ალბათ უცხოეთში რომ იყო "ფეიქის" გარდა ცნობილმა დიეტოლოგმა ირაკლი კობახიძემ.
ეს ექიმები რეალურად საქართველოს მედიცინის სიამაყეები არიან ეს ასეა არაფრის არ ეშინიათ გასაგებია, რომ ნამუსზე საუბარიც ზედმეტია მაგრამ, იმდენად სერიოზული სიტუაციაა შიმშილობის 50-ე დღე დაიწყება ნებისმიერ მომენტში და ჩვენ შეიძლება დაგვიდგეს ძალიან ცუდი შედეგი" - ამბობს ვახტანგ სურგულაძე
ამავე თემაზე: