კობახიძემ კიდევ უფრო გაამწვავა კრიზისი, ნებისმიერი ცუდი შედეგი იქნება პერსონალურად მისი ბრალი - კორძაია

გამოქვეყნდა:

თამარ კორძაიას შეფასებით, ისედაც უკიდურესად დაძაბულ ვითარებას ქვეყანაში, კობახიძე თავის განცხადებებით კიდევ უფრო ამწვავებს: 

"უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში და კობახიძემ თავის განცხადებით კიდევ უფრო გაამწვავა ეს კრიზისი და ნებისმიერი ცუდი შედეგი იქნება პერსონალურად მისი, მისი გუნდის ბრალი" - აცხადებს თამარ კორძაია.

ირაკლი კობახიძე ამჯერად იმ ექიმებს უპირისპირდება და ემუქრება, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს. საუბარია ომბუდსმენს ეგიდით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფზე. კობახიძე დღეს თავად ნინო ლომჯარიასაც დაემუქრა.

თავმჯდომარის შემდეგ, იდენტური განცხადებები აკეთეს "ოცნების" სხვა წევრებმაც.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი