
"გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში და ხელისუფლებას ვუთხრათ უარი" - ამის შესახებ მურმან დუმბაძემ გლდანის ციხესთან ისაუბრა.
ეს არის უკიდურესად აღმაშფოთებელი. არ შეიძლება კაცი სასამართლო პროცესზე არ დაუშვა, არ შეიძლება, კაცს სატელეფონო საუბრის საშუალება არ მისცე, მთელი ექიმები, მაღალი კლასის პროფესიონალები ამბობენ, რომ სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი.
ამ საქმის გამოსწორება შეუძლია მხოლოდ ერთ უზენაესს, ეს არის საქართველოს მოქალაქე. ავტორიტარიზმი, დიქტატიურები არ მარცხდება საარჩევნო ბილეტენით და არ მარცხდება მირკოფონთან ლაპარაკით. გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში და ხელისუფლებას ვუთხრათ უარი. ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, არ შეიძლება ცოცხალი ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასე ცოცხლად შეჭამო და მოკლა. რამე რომ მოუვიდეს, გარწმუნებთ, საქარველო იქცევა ნაწლავებად, - ამბობს მურმან დუმბაძე.
ამ წუთებში გლდანის ციხის ტერიტორიაზე სამართალდამცველების საგანგებო მობილიზებაა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.
იხილეთ ასევე: