
"ყველანი ადამიანის მკვლელობის თანამონაწილეები ვართ... მოვითხოვ, შემიშვან გლდანის ციხეში" - ამის შესახებ გლდანის ციხესთან მისულმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან თქვა.
მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება დაუყოვნებლივ ჩარევა მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების. დღევანდელი ინფორმაცია საგანგაშოა. დღევანდელი ინფორმაცია პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ყველა თანამონაწილე ადამიანის მკვლელობის. მე ახლა დაჟინებით მოვითხოვ ჩემი ლეგიტიმური უფლების საფუძველზე მე მანდატის საფუძველზე ახლა გადავეცი მთელი ინფორმაცია რაც მაქვს ნებართვა, ტესტი და აშ. ადმინისტრაციას, რომ დღესვე შემიშვან, რომ მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. გავიგო მისი ჯანმრთელობის შესახებ იმიტომ რომ მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულია, - ამბობს დეკანოიძე.
ამ წუთებში გლდანის ციხის ტერიტორიაზე სამართალდამცველების საგანგებო მობილიზებაა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.
იხილეთ ასევე: