საგანგებო მობილიზაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში | არსებული ცნობით, ერთ-ერთი პალატის ფანჯარას გისოსები დაამაგრეს

გამოქვეყნდა:

საგანგებო მობილიზაციაა ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესების შემთხვევაში, ხელისუფლება მის გადაყვანას განიხილავს.

არსებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში უკვე მომზადებულია პალატა, რომელის ფანჯარასაც გისოსები საგანგებოდ დაუყენეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში პრეზიდენტის გადაყვანა ჯერ კიდევ მაშინ განიხილებოდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოათავსეს. მაშინ ჰოსპიტალის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ეს სამედიცინო დაწესებულება ჰიბრიდულია და ყველა ტიპის პაციენტის მდგომარეობის მართვას შეძლებს.

ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი