"ტიკარაძე დაეთანხმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მკურნალობა მიზანშეწონილი არაა" - ექსპერტთა ჯგუფის ექიმი

გამოქვეყნდა:

"ტიკარაძე დაეთანხმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მკურნალობა არაა მიზანშეწონილი" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ექიმმა რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ ისაუბრა. 

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა კონსილიუმის წევრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 

ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთი, როგორც ექიმის, და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწის. ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ, შეეცდება რაღაცის გაკეთებას. ანუ დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში. ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელების, - თქვა ექიმმა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი