
მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
"გადაიყვანეთ" - ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები და ამბობენ, რომ ახლა "ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის რომ ყოველდღე შეექმნას დისკომფორტი "ქართულ ოცნებას".
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.
მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.