"ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ ის წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში" | იან კელის ემოციური მიმართვა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:

ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ გადაიყვანეთ ის წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. თუ არეულობა გაწუხებთ, შემოღობეთ პერიმეტრი. უბრალოდ გააკეთეთ პასუხისმგებლობიანი საქმე, - წერს იან კელი. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი