შეიძლება გონება დაკარგოს და გონებაზე ვეღარც მოვიდეს - რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია და ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ შესაბამის სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში -  ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა და მასთან არსებული ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა ექიმმა განაცხადეს.

რეანიმატოლოგ ლევან ბესელიას შეფასებით, გონების კარგვის ეპიზოდი შეიძლება ისევ განმეორდეს და ვეღარ შეძლონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამოყვანა.

"არათუ მოსალოდნელია გონების კარგვის განმეორება, არამედ მოსალოდნელია ნებისმიერი ტიპის გართულება, არათუ გონების კარგვის ეპიზოდია მოსალოდნელი, შეიძლება გონება დაკარგოს და გონებაზე ვეღარც მოვიდეს. ხაზგასმით გამოსაკვლევია თავის ტვინის მდგომარეობა", - თქვა ლევან ბესელიამ.

მარიამ ჯიშკარიანი კი აცხადებს, რომ ასეთი მძიმე პაციენტის სამართავად საჭირო ექიმების შესაბამისი გუნდი და სამედიცინო აპარატურა, ციხის საავადმყოფოში არ არის.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 ნოემბერს დამძიმდა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი