
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებისთვისვე იქნება უკეთესი, თუ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანენ.
"ირაკლი კობახიძე, ანუ რას ამბობთ, ადამიანს მაშინ გადაიყვანთ შესაბამის კლინიკაში, როცა გადაყვანას აზრი აღარ ექნება?
თქვენთვისვე ჯობია, გადაიყვანეთ სააკაშვილი დაუყოვნებლივ!", - წერს პაატა მანჯგალაძე.
შიმშილობის 50-ე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არცერთ ოფიციალურ უწყებას ამ დრომდე რაიმე დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე არ გაუვრცელებია.
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ, 18 ნოემბერს დამძიმდა. როგორ ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.