შიმშილობის მე-17 დღეს მკურნალობის შეჩერება ძალიან სახიფათოა - ვახტანგ კალოიანი ელენე ხოშტარიაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი და მოძრაობა "დროას" ლიდერის ექიმი ვახტანგ კალოიანი, მედიკამენტოზური მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ის Facebook-ზე წერს, ელენე ხოშტარიასთვის მკურნალობის შეწყვეტა ძალიან სახიფათოა.

"შიმშილობის მე-17 დღეს ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა.

საუბარია თიამინზე და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ!!! შესამცირებლად", - წერს ვახტანგ კალოიანი.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, თქვა, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აჩერებს. ის მკურნალობის გაგრძელებას არ აპირებს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"დროას" ლიდერის გადაწყვეტილება გუშინ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას უკავშირდება. ადვოკატებმა გუშინ თქვეს, რომ  მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის ამ დრომდე ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი