მთელი უბედურება დაიწყება სწორედ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის დღიდან - კობახიძე ისევ "უსაფრთხოების რისკებზე" საუბრობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას აღქმა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით "სპექტაკლი" დასრულდება.

მისი თქმით, "მთელი უბედურება" სწორედ გადაყვანის დღიდან დაიწყება.

"ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითავლისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის რა თქმა უნდა სერიზოული რისკები. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და მიზანი ძალიან კარგად ხვდებით რაც არის. მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების და ამისათვის ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელი და ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ზოგადად ყველაფრის მკადრებელი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ "როდესაც ასეთ პოლიტიკურ ძალასთან აქვს ხელისუფლებას საქმეს, ასეთ დროს დაზღვეული არავინაა, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგეს".

ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს,  მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი