
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადებას უწყების ხელმძღვანელი, რატი ბრეგაძე გააკეთებს.
ბრიფინგის თემა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხზე ისაუბრებს.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.