დღეს ხელისუფლება და რეჟიმი ვაიძულეთ, გაეკეთებინა ის განცხადება, რომელიც გააკეთა - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედო ჰოსპიტალში გადაყვანა რომ სდომოდა, მესამე პრეზიდენტს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში თავიდანვე არ გადაიყვანდნენ. 

როგორც მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მოქალაქეების პროტესტის გამო, მმართველი გუნდი იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთავაზება გაეკეთებინა.

"გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანებს გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, იქ სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა და ეს დაამტკიცა სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა, მედიცინის მუშაკებით დაკომპლექტებულმა, მაგრამ თქვენმა ბრძოლამ, თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად პრაქტიკულად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის. 

რომ არა ეს არაძალადობრივი ბრძოლა, არცერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა. ეს არის ის, რაც უნდოდა "ქართულ ოცნებას", რომ ჩავეთრიეთ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში და ადგილობრივი საზოგადოების თვალშიც, თავი აქვს უბრალოდ "ქართულ ოცნებას" მოჭრილი. მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგაოდების მხარეს და ოლიგარქს აღარაფერი აღარ დარჩა გარდა თოფიანი ადამიანებისა, ისინი ეძებდნენ არგუმენტს, საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა და როგორ ჩაეხშოთ პროტესტი, როგორ კიდევ უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც დატყვევებული ჰყავთ", - თქვა ნიკა მელიამ.

მან მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რეჟიმის პროვოკაციებს არ აყვნენ და სისხლი არ დააღვრევინეს.

ამავე თემაზე:

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს - რატი ბრეგაძის საგანგებო ბრიფინგი

"დამისახელეთ ამაზე უფრო ჰუმანური ნაბიჯი" - ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილისთვის სამხედრო ჰოსპიტლის შეთავაზებაზე

"სანამ არ დავინახავთ რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი