დიდი მადლობა... ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს. დანარჩენი მერე - ხოშტარიას მიმართვა კლინიკიდან

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში მადლობის წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს.  

"დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში. საოცრად მივლიდნენ. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის.

ეხლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს

დანარჩენი მერე",- წერს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.  მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, "დროას" ლიდერმა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი