წნეხი მთავარი პარტნიორებისგან | "ოცნება" უკან იხევს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა "ქართული ოცნებისა" და დასავლელი პარტნიორების უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ხდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის, შეერთებული შტატების ელჩისა და ევროკავშირის ელჩის განცხადებების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა აღიარება, რომ მესამე პრეზიდენტის ფაქტობრივი წამების გამო საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი უარყოფს დასავლურ გავლენას "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე და მხოლოდ მისი პოლიტიკური გუნდის სურვილს და თანმიმდევრულობას უკავშირებს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი