23 ევროპარლამენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირებას ითხოვს.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც ევროპარლამენტარები ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეინს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჟოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს, ჰქონდეს სწრაფი რეაგირება, რომ სწორად შეფასდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უმაღლესი ხარისხით იქნეს დაცული მისი ჯანმრთელობა და ასევე დარწმუნება იმაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები შეძლებენ მასთან ციხეში შესვლას... დამატებით, ევროკავშირმა სერიოზულად უნდა მიიღოს მხედველობაში სანქციების დაწესება იმ ინდივიდუალური პირების მიმართ, ვინც დაუშვა მიხეილ სააკაშვილისადმი არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა", - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
წერილს Twitter-ზე ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი ავრცელებს.