"შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას" | მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას" - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ პროცესებს და მის გორის სახელმწიფო დაწესებულებაში გადაყვანას. 

მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ სპექტრს მიეკუთვნება საქართველოს მოქალაქე, ყველასთვის ეს იყო მძიმე სტრესი, მძიმე ტვირთი, განსაკუთრებული რეალობადაკარგული რადიკალების გარდა, ალბათ არავის უნდოდა, არც ელენეს და არც მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. ამ 50 დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და არა მთელი პარტია, რადგან შეუძლებელია მთელი პარტია ამდენად მძიმე ფსიქიკის მატარებელი იყოს, დაუპირისპირდა მთელ საზოგადოებას, პოლიტიკური სპექტრის მიუხედავად. ბოლოს უკვე დაუპირისპირდნენ ექიმებს, მედიცინას და მეცნიერებას...

ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, - ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია. სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას, - განაცხადა მარგველაშვილმა.​

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის 50-ე დღეს, ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი  "თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე" უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უცნობია ზუსტად როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი