5-დღიანი შიმშილობის შემდეგ, შიმშილობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემაც შეწყვიტა. კოლეგების მსგავსად, ისიც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა.
შევწყვიტე. #თავისუფლებამიშას! თავისუფლება საქართველოს! ბრძოლა გრძელდება ბოლომდე - ქართველი ხალხის გამარჯვებამდე!, - წერს გიორგი ბარამიძე Facebook-ზე.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გიორგი ბარამიძემ 14 ნოემბერს დაიწყო.
იხილეთ ასევე: