"კმაყოფილები ვართ გადმოყვანისა და დაბინავების პროცედურებით" | ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა

გამოქვეყნდა:

"კმაყოფილები ვართ გადმოყვანისა და დაბინავების პროცედურებით" - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში პირად ექიმთან, ნიკოლოზ ყიფშიძესთან და მესამე პრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად იმყოფებოდა. 

გადმოყვანის პროცედურა ნორმალურად შედგა ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება და კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით რომელიც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ამას გარდა, უკვე ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით უბრალოდ პირველი სიტუაციაა ასეთი და რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა რამდენადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამგვარი ტიპის ვიზიტების, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე ვამბობ პირველ რიგში. ბუნებრივია, რომ ადვოკატების ვიზიტები შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება გამომდინარე იქიდან რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და ჯანდაცვის სამინისტროა უკვე აქ წამყვანი უწყება და საერთო კომუნიკაციების შედეგად უკვე გავარკვევთ, როგორ და რანაირად, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თანახმა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტდა შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე". 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი