სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე.
ომბუდსმენმა თქვა, რომ მონიტორინგი გრძელდება და ის პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოსაც.
"მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გორის ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე. როგორც ექიმებისგან ვიცოდი, თითოეულ წუთს შესაძლებელია დამდგარიყო სასიკვდილო გართულება. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისითაც.
რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია",- ამბობს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.
ამავე თემაზე: