
ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი იწყება, რომელშიც გორის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით სხვადასხვა კონსილიუმის წევრი ექიმებიც ჩაერთვებიან.
მზაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მონიტორინგზე უკვე გამოთქვა ცენტრმა "ემპათიამ" და ალტერნატიული კომისიის წევრმა ექიმებმა.
უახლოეს საათებში გახდება ცნობილი სახალხო დამცველის მიერ შეკრებილი კონსილიუმის პასუხიც. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით კი დღის ბოლომდე გორში ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის წევრი ექიმები ჩავლენ და გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალთან ერთად ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაციის ეტაპებს და სქემას შეიმუშავებენ.
არსებობს ვარაუდი, რომ გორის ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალი რეფიდინგის, ანუ შიმშილობიდან გამოსვლისა და რეაბილიტაციის კალიფორნიის პროტოკოლს გამოიყენებს.
50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
სახელმწიფო კონსილიუმი დღეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლს შეიმუშავებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი