უახლოეს მომავალში ვნახავთ საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორებისგან - სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარებზე​

გამოქვეყნდა:

"ყველას ესმის, რომ უნდა გადაიხედოს პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში", - ასე ეხმაურება ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების მოთხოვნას მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეებისათვის სანქციების დაწესებაზე.

ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში პარტნიორები ამ კუთხით საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ.

"მექნება საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ძალიან სისტემატური წნეხის ქვეშ მოვაქციოთ ქართული ოცნება. მათ ყველას ესმით, რომ უნდა გადაიხედოს პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვნახავთ საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ამავე თემაზე:

23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირებას ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი