კადრებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრს დასცინის, მის უავტორიტეტო იმიჯზე საუბრობს და ამბობს, რომ მის უნარ-ჩვევებზე დაბალი წარმოდგენა აქვს, დღეს "ოცნების" დეპუტატები ამართლებენ.
მასალა "ფორმულამ" გაასაჯაროვა, თავად პრემიერს კი ამ დრომდე ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
დღეს "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
"ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერია იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული არჩევანი ქართველი ხალხის. სასაცილოა, როცა ცდილობენ ახლა ამ საკითხის ამ რაკურსში წარმოჩენას, სინამდვილეში ყველა იურისტი ხვდება იქ რაზეც არის საუბარი. იცით, რომ აქ საუბარია იმაზე რომ ასეულობით მილიონი დოლარის მითვისება ან გაფლანგვა მოხდა, ზუსტად არ ვიცნობ ამ დეტალს, ბანკის მიერ და ბანკსა და კლიენტს შორის არის სპეციალური ნდობითი ურთიერთობა და სწორედ ამაზეა იქ საუბარი, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნდობითი ურთიერთობიდან ის ენდობოდა იმ დოკუმენტებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო მისი პირადი ბანკირის მიერ, ამ ბანკის წარმომადგენლის მიერ და ის რა თქმა უნდა ენდობოდა და ხელს აწერდა ასეთ დოკუმენტებს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, მისივე დანიშნულ პრემიერ ღარიბაშვილზე ამბობს, რომ ის მისთვის უავტორიტეტოა, არ აქვს არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება. ჩვენება ტელეკომპანია "ფორმულამ" გაასაჯაროა - „რაც გინდათ ის დაარქვით, რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“ - ამბობს იმავე ჩვენებაში ივანიშვილი
ამავე თემაზე:
კონტექსტიდან ამოგლეჯილ შეკითხვებზე ზედმეტია სერიოზული კომენტარი - ოხანაშვილი ივანიშვილის ჩვენებაზე