"პასუხის პასუხის პასუხი" - ევროპარლამენტარისა და "კავკასიური სახლის" წერილები ომი გრძლედება

გამოქვეყნდა:

"კავკასიური სახლის" მორიგ წერილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ისევ ეხმაურება და  „პასუხის, პასუხის, პასუხში“ ევროპარლამენტარი ადრესატებს კიდევ ერთხელ ურჩევს კარგად კითხვას,  ასევე „პოლიტიკური პატიმრის“ და „პოლიტიკური ოპონენტის“ სხვაობის გარჩევას.

„თამასა მიმოწერაში დაბლა დაშვებას აგრძელებს“ - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი თავის მორიგ წერილში და ,,კავკასიური სახლის'' წარმომადგენლებს რვა მარტის შეთანხმებას ახსენებს.

ევროპარლამენტარი ეჭვობს, რომ ,,კავკასიური სახლის'' წარმომადგენლები საერთაშორისო მოკავშირეს პოლიტიკური მოტივებით უპირისპირდებიან.

„კავკასიურმა სახლმა“ ევროპარლამენტარს პირველი წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართა და პოლიტპატიმრების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა, რასაც ვიოლა ფონ კრამონის პასუხი მოჰყვა, რომელმაც წერილის ავტორებს "კარგად წერა-კითხვა" ურჩია. ევროპარლამენტარს ამის მერე "კავკასიურმა სახლმა" ისევ გაუგზავნა საპასუხო წერილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი