გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ადვოკატები შევიდნენ. ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძეც, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მონახულება სურს.
მიხეილ სააკაშვილს უკვე შეხვდა დედა, გიული ალასანია, რომელმაც თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა მას გააადგილება უჭირს და ზოგადი სისუსტე აქვს. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როცა ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, გისოსებს მიღმაა.
ცოტა ხნის წინ გორის ჰოსპიტალში სამთავრობო კონსილიუმიც შევიდა. "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა განათლების ყოფილი მინისტრი, კახა ლომაია.
"ამ შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება მაქვს, მაგრამ იცით, რომ ახალი წესები მოქმედებს საბადრაგოსთან დაკავშირებით და ეს არ ვიცი როგორ გადაწყდება", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში 3 დღის წინ გადაიყვანეს.