შეერთებულ შტატებში საქართველოს სალომე ზურაბიშვილი წარადგენს, თუმცა მანამდე ცნობილი იყო, რომ დემოკრატიის სამიტზე გამგზავრებას ღარიბაშვილი აპირებდა.
ხელისუფლების ოპონენტები ცვლილებებს უპირველესად ღარიბაშვილის ფიგურის ოდიოზურობას უკავშირებენ.
გარდა ამისა, ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის იმ წერილს უკავშირებს, რომელიც POLITICO-ში გამოქვეყნდა.
"რამ გამოიწვია უკან გამოწვევა? - მე ვფიქრობ, სხვადსხვა ფაქტორია. პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც მიუღებელი პიროვნება, არის ერთ-ერთი ფაქტორი. ამის გარდა ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის მიმართავს პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ ღარიბაშვილის მსგავსი პირები არ უნდა ესწრებოდნენ დემოკრატიის ფორუმს და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი შედეგი ამ წერილს იყო ის, რომ ადმინისტრაციაში გაიაზრეს ძალიან კარგად, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიჟება იყო კონპროდუქტიული.
შესაბამისად მას შესთავაზეს, მე რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ონლაინფორმატში დასწრება, სავარაუდოდ, იუკადრისა ღარიბაშვილმა ეს და ზოგადად უარი განაცხადა ამ ფორუმზე დასწრებაზე და გააგზავნა ქალბატონი სალომე",- ამბობს ნონა მამულაშვილი.
ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ დემოკრატიის სამიტზე აშშ-ში, სალომე ზურაბიშვილი წავა.