
თბილისის მერს და "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, პრემიერის ინიციატივა სოციალურ დახმარებებზე მოსწონს. კახი კალაძის თქმით, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, საინტერესოა:
"შეიძლება ამაში სახელმწიფოც იყოს დამნაშავე, იმიტომ, რომ ადამიანს უხდი სოციალურ დახმარების თანხას და ამავდროულად ის შეშინებულია, რომ ოფიციალურად სადმე მუშაობა არ დაიწყოს, იმისთვის, რომ შეიძლება სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოერთვას და ამ თანხას ვერ მიიღებს. ამიტომ ამ ადამიანებს, საინტერესოა ის რაზეც ირაკლი საუბრობდა, შევთავაზოთ პროგრამები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, ხელფასი ჰქონდეთ, დასაქმებულები იყვნენ და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ", - ამბობს კალაძე.
დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მოქალაქეები შრომას უნდა მიაჩვიონ და მათ არა სოციალური დახმარება, არამედ სამუშაო ადგილები შესთავაზონ.
ამავე თემაზე: