ცალკე ტრაგედიაა ის, რომ ზურაბიშვილი შეიძლება ვინმეს სჯობდეს - კაპანაძე აშშ-ში ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

"ღარიბაშვილი 5 ივლისის შემდეგ უფრო და უფრო მიუღებელი პერსონაჟი ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ გვახსოვს, რომ მაშინ ბალტიის ქვეყნებმაც გაუუქმეს ვიზიტი შესაბამისად ახლა, თუ დემოკრატიის სამიტზე მას არ მიიწვევენ და თუ ეს მართლაც ნამდვილი ინფორმაციაა, აბსოლუტურად არ იქნება ჩემთვის გასაკვირი, იმიტომ რომ აშშ-სთვის ასეთი პერსონაჟი შეუძლებელია, რომ იყოს მისაღები. 

ამიტომ, რა თქმა უნდა, ამის დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება სწორედ ეგ გზავნილი, რომ ღარიბაშვილს არაფერი ესაქმება ასეთი ტიპის ღონისძიებაზე და საქართველოდან, ქვეყანას წარმოადგენს სხვა ადამიანი, რომელიც უფრო მისაღებია, ვიდრე არის ღარიბაშვილი...

ცალკე ტრაგედიაა ის, რომ ქვეყნიდან წარმომადგენლებს შორის ასარჩევი როდესაც გვაქვს, ზურაბიშვილი შეიძლება ვინმეს სჯობდეს"

ამბობს სერგი კაპანაძე მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის მიხედვით, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სალომე ზურაბიშვილი წარადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი