"ზოგიერთ ქვეყანაში ელჩების კანდიდატურებს ბლოკავს, როგრც ჩანს, ეს გარიგება იქნება" - ზურაბიშვილის ვიზიტი აშშ-ში   

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამგზავრება აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, გარკვეულ გარიგებასაც უკავშირდებოდეს. კერძოდ, ელჩების დანიშვნას:

"კულუარულად ვიცით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს სურს საერთაშორისო ფორუმებზე იაროს და მას ამის საშუალებას არ აძლევენ და შესაბამისად ის ზოგიერთ ქვეყანაში ელჩების კანდიდატურებს ბლოკავს, როგრც ჩანს, ეს რაღაცა კარგი გარიგება იქნება"- ამბობს გია ჯაფარიძე, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

შეგახსენებთ, პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, 10 დეკემბრის დემოკრატიის სამიტს საქართველოდან სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. განცხადება მან დღეს დილით, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში არ მიდის, რადგან ის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის თავისი სიძულვილის ენით და ზიზღის კამპანიით არასასურველი პერსონაა.

მათივე თქმით, არ არის გამორიცხული გადამწყვეტი როლი შეესრულებინა მიხეილ სააკაშვილის წერილს გამოცემა POLITICO-ში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი