ბოიკოტი და კრიტიკული მედიისთვის გამოცხადებული ომი. როგორც ირკვევა, "მთავარი არხი" და ჩვენი კოლეგები კრიტიკული ტელევიზიებიდან კულტურის სამინისტროს შავ სიაში ვართ.
თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიები მიიწვია, სხვა მედიისთვის უწყებაში საგანგებო ზომები მოქმედებს. წულუკიანი მორიგი გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა კულტურის მინისტრი კრიტიკული მედიის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ჟურნალისტის ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევა, მისი გუნდის წევრებმა მხიარულ პერფორმანსად შეაფასეს, მინისტრი იმერეთის რეგიონულ კორესპონდენტს - ირაკლი ვაჩიბერაძესაც დაემუქრა.
მედიაექსპერტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან კრიტიკულ მედიაზე თავდასხმები ახალი არ არის, მეტიც ასეთმა ფაქტებმა ბოლო დროს სისტემატური სახე მიიღო და საბოლოო ჯამში კი, პოლარიზაცია და მედიის თავისუფლების შეზღუდვა მოიტანა.
ასევე იხილეთ: