"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, ვარდების რევოლუცია პოზიტიური ცვლილებების დასაბამი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი შემოქმედები მალევე "რადიკალური, ძალადობრივი რეჟიმის" წარმომადგენლები გახდნენ.
"თავის დროზე ეს პროცესები უნდა ყოფილიყო იმის დასაბამი, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტივები შემოსულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემოქმედებმა მალევე დაიწყეს ისეთი პროცესები და გახდნენ რადიკალური და ძალადობრივი რეჟიმის დამფუძნებლები, რომლებმაც საქართველოს სამწუხაროდ მოუტანა ადამიანების სიცოცხლის, ღირსების უგულვებელყოფა და ტერიტორიების დაკარგვა", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე: