"ვარდების რევოლუცია"- პერფორმანსი და ბანერი მშვიდობის ხიდზე

გამოქვეყნდა:

"ვარდების რევოლუცია"- საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად ბანერი მშვიდობის ხიდზეც გადმოფინეს. ვარდების ხიდი სიმბოლურდ შეირჩა, რადგან ის ამ რევოლუციით მოსული ხელისუფლების სიმბოლოა და ის მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

აქციის ერთ-ერთი მთავარი სლოგანია, "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს".

"18 წლის წინ დაიწყო რეალური თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენმა ქვეყანამ და დღეს ამ გამარჯვების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ არის დატყვევებული. ვარდების რევოლუციამ სერიოზული ცვლილებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, უამრავი რეფორმა გატარდა და დღესაც იმ ცვლილებებიდან გამომდინარეა, თუ რამე სული უდგას ამ ქვეყანას.",- ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

მშვიდობის ხიდზე იმყოფება ნატო ჩხეიძეც, რომელმაც დასავლური ღირებულების ერთგულ ხელისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებას დღეს ბზარი გაუჩნდა.

"ახლა როდესაც ამ სვლასა და გზას გაუჩნდა ბზარი, მით უფრო აუცილებელია, ეს ღირებულებები და დასავლური კურსი კიდევ ერთხელ გავახსენოთ  საზოგადოებას, რომ ჩვენი მზერა დასავლეთისკენ იყოს მიმართული",- ამბობს ნატო ჩხეიძე.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ნინა მაჩაბელი.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი