
რუსთაველის გამზირზე, ცოცხალ ჯაჭვს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია შვილთან, სანდრო მელიასთან ერთად შეუერთდა.
ამბობს, რომ 18 წლისწინანდელი მოვლენები ისტორიული იყო და დღესაც, საზოგადოებასა და ოპოზიციას მართებს ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდეს.
...არავისთვის უცხო არ არის ის მოვლენა, რაც 18 წლის წინ მოხდა. ქვეყანა გადაიქცა სახელმწიფოდ. და ამის შემდეგ ამ სახელმწიფომ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე და ცხოვრება შეიცვალა ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ. გაჩნდა პერსპექტივა მყისიერად უიმედობის ნაცვლად, კრიმინალი დამარცხდა რაც წარმოუდგენელი იყო 2003 წლის 23 ნოემბრამდე, დამარცხდა კორუფციაც, რაც ასევე წარმოუდგენელი იყო, მარცხდებოდა ეტაპობრივად სიღარიბე, უმუშევრობა... გაი აღარ იყო და მის ნაცვლად საპატრულო პოლიცია შეიქმნა....
ამ ყველაფრის გადაფასება და ისტორიის გაყალბება ვერასოდეს ვერ მოხდება. ისტორიული დღე იყო საზოგადოება გაერთიანდა და მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყველამ გააკეთა დასკვნა რომ ცვლილებები იყო გარდაუვალი და ეს ცვლილებები მოახდინეს. დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს ერთობა..., - ამბობს მელია.
იხილეთ ასევე: