"საკმაოდ გამოხატული სისუსტე აქვს, მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით" | მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის თავს სუსტად გრძნობს. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა, შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

რაც შეეხება შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემას, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მას შესვლისას პრობლემა არ შექმნია და მიხეილ სააკაშვილთან მალევე შევიდა.

ჯერ კიდევ სისუსტე არის და საკმაოდ გამოხატული. მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით, ვნახოთ როგორ იქნება მისი მდგომარეობა მომავალში. სუსტად არის, როგორც მოგახსენეს, ამდენი ხნის შიმშილობის შემდეგ ფეხბურთს მართლა ხომ ვერ ითამაშებს ადამიანი. მე არ მქონია არაფერი შეფერხება, მაგრამ სახალხო დამცველი, ნამდვილად 2 საათი ელოდებოდა. პროგნოზის გაკეთება ამ დროს არ არის კარგი, მე ვერ დავდებ თავს და ვერ გეტყვით, როდის იქნება უკეთესად. ხანგრძლივი პროცესია, ეს 4 -5 დღეში არ დამთავრდება, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი