ჩემი ძმა შვილებზე ნერვიულობდა არავინ არაფერი ავნოსო, ხედავთ თურმე მიზეზი რა ყოფილა - ნუგზარ ფუტკარაძის და

გამოქვეყნდა:

ბათუმში, საკრებულოს გარდაცვლილი მაჟორიტარი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და ამბობს, რომ მისი ძმა ბოლომდე იდეის ერთგული დარჩა და აჩვენა მაგალითი, როგორ არ უნდა გაიყიდო როცა საქმე სამშობლოს და იდეას ეხება. 

ამ თემზე მან ცოტა ხნის წინ "ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც სკანდალური აუდიოჩანაწერები გაასაჯაროეს.

"ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, ეს ვიცი, რომ ჩემი ძმა ამ ბოლოს შვილებზე ნერვიულობდა არავინ არაფერი ავნოსო, დანარჩენს კი ხედავთ თურმე მიზეზი რა ყოფილა. ჩემი ძმა ბოლომდე დარჩა იდეის ერთგული და აჩვენა მაგალითი, რომ როცა სამშობლოს და იდეას ეხება, არ უნდა გაიყიდოს ადამიანი. ის გამარჯვებული წავიდა ამ ქვეყნიდან, გმირულად, მე ვამაყობ მისით და ჩვენ ამ ბრძოლას ერთად, ბოლომდე გამარჯვებამდე მივიყვანთ", - თქვა გარდაცვლილის დამ.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საგანგებო ბრიფინგი გამართა სადაც ნუგზარ ფუტკარაძის მიერ გაკეთებული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ჩანაწერის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით ასლან აბაშიძის მთავრობის დროინდელი ძალოვანები ნუგზარ ფუტკარაძეს ფულს სთავაზობდნენ და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი