ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ასლან აბაშიძის დროინდელი ძალოვანები და რიჟვაძის მამა ამხილეს -"ენმ" სკანდალურ აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების ზეწოლისა და მუქარის კიდევ ერთი მსხვერპლი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, ასევე სთავაზობდნენ 100 000 დოლარს.

რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.  

საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად "ოცნებას" ენმ-ს ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა სჭირდებოდა.

"ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას", - გიორგი კირთაძემ.

კირთაძის განცხადებით, მასთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. მისივე ინფორმაციით, ორივე მათგანს აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწია აჭარიდან წასვლა და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ ქალაქში. 

"მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები, დარწმუნებული ვარ მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე", - თქვა კირთაძემ. 

მისი თქმით, ჩანაწერებში კარგად ჩანს როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე 100 000-ს დოლარს და 20%-ს მისვლის სანაცვლოდ ასევე სთხოვდნენ უკან.

ენმ მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომასა და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ასევე, ისინი ითხოვენ ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის გადადგომასაც, რომლის ბიძაც ჩანაწერების მიხედვით ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაში ფიგურირებს.

ისინი მოითხოვენ, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს სახალხო დამცველმა და მიმართავენ დიპლომატიურ კორპუსსაც.

ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი