თბილისში, გუდარეხის ქუჩაზე გუშინ 33 წლის დავით მარიკიანი მეზობელმა მოკლა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მათ შორის კონფლიქტი ერთი თვის წინ დაიწყო და დავით მარიკიანს გოჩა ლაფერაშვილი შურისძიებით დაემუქრა.
ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო.
"გამოვიდა სახლიდან და ამ ცხოვრებაში მეორე კაცმა რომ მე დამარტყა დათოო, მე შენ მაგას არ შეგარჩენ, გაგამწარებო, ეგ მუქარა წაუვიდა მაგას. იმის მერე ვეხვეწებოდი, დათო ფრთხილად იყავი შვილო, გაგამწარებს ეგ, როგორ ვთქვა, ეგ ნარკომანს შეეშვი-მეთქი შვილი, გაგამწარებს, შორს იყავი.
გუშინ მივედი და ვკითხულობ და შენ შვილს არაფერი არ სჭირს, დაწყნარდი, წყნარად იყავიო. ჩემი შვილი უკვე მკვდარი იყო ინგოროყვაში, კიდე მე აქეთ იმასმიშვებოდა, შენი შვილი ცოცხალიაო, თვითონ მითხრა", - თქვა გარდაცვლილის დედამ.
ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა კაცი თბილისში გუშინ დაჭრეს. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე თემაზე: