"წინასაარჩევნოდ ამ მიწებზე საუბარი არ ყოფილა" - ხინჩეგაშვილი აქციის დასრულების შემდეგ ზეღდულეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფელ ზეღდულეთში იმ დროს ჩავიდა, როცა საპროტესტო აქცია უკვე დაშლილი იყო. ადგილობრივებმა მთავრობას პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმედღიანი ვადა მისცეს. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კომენტარი მედიასთან გააკეთა და მისი მოადგილის მსგავსად, მიწის გასხვისებაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინასაარჩევნოდ არავის დაპირებია მიწების დაბრუნებას და სანამ ასეთ ინფორმაციას გაავრცელებენ, ჯობია გადაამოწმონ.

"წინასაარჩევნოდ ამ კონკრეტულ მიწებზე საუბარი არ ყოფილა და ეს პრობლემა არ იყო მაშინ დაყენებული. ეს მიწები გაყიდულია 2008 წელში, მიუხედავად ამისა, ჩვენ მედიაციას ვაგრძელებთ მესაკუთრესთან, მფლობელთან. ჩვენთვის მთავარია, რომ იყოს დაცული როგორც მესაკუთრის ინტერესი, ასევე, მოსახლეობის ინტერესი",- თქვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ცნობისთვის, სოფელ ზეღდულეთში დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა. 400-მდე ადამიანმა პოლიციის კორდონიც გაარღვია.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი