მწვანე სტატუსის მატარებელ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უპირატესობა - თურნავა

გამოქვეყნდა:

პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის მოთხოვნის პარალელურად, სარესტორნო ბიზნესს მოეხსნება ღამის საათების შეზღუდვა, რაც აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორია. ეს გადაწყვეტილება ორი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. ერთი, ეს არის ის უპირატესობა, რაც უნდა გააჩნდეს დღეს მწვანე სტატუსის მატარებელ ადამიანს. მწვანე სტატუსი არ არის მხოლოდ ვაქცინა, მაგრამ ეს არის ვაქცინირებული, ან კოვიდგადატანილი ან ტესტჩატარებული პირი, რომელიც იმ მომენტში არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ასეთი ადამიანის ზოგადად სოციუმში აქტიურობასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა არამწვანე სტატუსი მატარებელ ადამიანებთან შედარებით. მათ შორის, ერთ-ერთია, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათზე შევიდნენ რესტორანში, კაფეებში. ეს იქნება მეტი მოტივაცია სხვებისთვის, რომ აიცრან და შეიძინონ მწვანე სტატუსი. მეორე სიკეთე, ეს არის ტურისტული და კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიის მდგრადობასთან, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული. 

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

ამავე თემაზე: 

1 დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი