მორიგი შტურმი სტრატეგიულ პარტნიორებზე - ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული განცხადებებით ქვეყნის მოკავშირეებთან გაჩენილ უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებს.
ევროპარლამენტარები და კონგრესმენები, რომლებიც ოცნების ხელისუფლებას ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას გამო აკრიტიკებენ, პრემიერმინისტრმა მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.
ღარიბაშვილს არც ომბუდსმენის ოფისი გამორჩენია, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად ხელისუფლების ორკესტრირებული შეტევის სამიზნეა.
ირაკლი კობახიძის მიერ დაწყებული კამპანია ღარიბაშვილმა განაგრძო და სახალხო დამცველს, რომელიც სახელისუფლებო კონტროლს მიღმა რჩება, კომპეტენცია დაუწუნა.
ასევე იხილეთ :