უხარისხო ფეხსაცმელი ჯარში - სამხედროებისთვის ნაყიდი ჩექმები დაიხა

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცებისთვის ნაყიდი ჩექმები უხარისხო აღმოჩნდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სამხედრო ფეხსაცმელი ხმარებიდან რამდენიმე დღეში ამოიღეს.

თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმლის შესაძენად ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. შეირჩა ორი უცხოური კომპანია და უწყებამ ფეხსაცმელები 80-100 ევროს ფარგლებში შეიძინა. ჯარისკაცებს ისინი კარამტინის დასრულების შემდეგ დაურიგეს, თუმცა როგორც გაირკვა, ჩექმები მალევე გაფუჭდა.

"მთავარი" სენაკის ბატალიონში იმყოფებოდა, თუმცა სამხედროებმა საუბარი არ ისურვეს. ხელმძღვანელობამ მათ მედიასთან კონტაქტი აუკრძალა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ღარიბაშვილის უწყებამ მრავალმილიონიანი ტენდერი "გაითამაშა", მას შემდეგ კი რაც ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი დაიხა, ის ხმარებიდან ამოიღო:

მას შემდეგ რაც ეს აღჭურვილობა დარიგდა და მასიურად დაიხა, მიხვდნენ რომ რაღაც პრობლემა იყო, ჩაერია პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მიჩქმალვის მიზნით, ამოიღეს ხმარებიდან, - ამბობს ზოდელავა. 

მას შემდეგ კი რაც თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ "მთავარმა" ამ თემაზე რეპორტაჟის მომზადება დაიწყო, ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობა შესაძლო დეზინფორმაციის გავრცელებისთვის შეამზადა და აღნიშნა, რომ ეს მიზნად ჯარის დისკრედიატაციას ისახავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი