#Freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი - სამნიძე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი არაა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეძლოს.

"#Freemisha კამპანია, ანუ მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ, და ვლაპარაკობ "რესპუბლიკური პარტიის" სახელით, სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით, კოორდინაციით შევძლოთ ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრაზე დასვას საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ მივიღოთ ეს ცვლილებები", - თქვა ხათუნა სამნიძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს. მისი თქმით, ეს ოპოზიციას მთავარ საკითზე კონცენტრაციისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი