
"ოცნება კლავს" - დღეს, 25 ნოემბერს, პარტია "დროა" კიდევ ერთ საპროტესო აქციას საქართველოს პროკურატურასთან გამართავს. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელებულ ზეწოლას, მოსყიდვის მცდელობასა და დაშინებას გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები უწყებასთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. ისინი ითხოვენ:
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!", - წერენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, დღეს "დროამ" იგივე მოთხოვნებით საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთანაც გამართა.