"ოცნების" ოფისი პოლიციის ალყაშია - აქცია რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია იწყება.

პოლიტიკურ ზეწოლასა და შანტაჟს შეწირული ნუგზარ ფუტკარაძის სატელეფონო ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს.

მობილიზებულმა პოლიციამ აქტივისტებს ხმის გამაძლიერებლის მიტანის საშუალება არ მისცა, რასაც შეკამათებაც მოჰყვა.

მმართველი პარტიის მიერ, ნაციონალური მოძრაობსი წევრის გადაბირება, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალებით დასრულდა, ივანიშვილის პარტიის ოფისთან პროტესტის მიზეზი ხდება.

"ქართული ოცნება კლავს", "თორნიკე რიჟვაძე კლავს" - ამ წარწერებით აქტივისტებს მმართველი პარტიის ოფისთან პლაკატები აქვთ გაშლილი.

ენმ-მ აუდიოჩანაწერები გუშინ გაასაჯაროვა.

ამავე თემაზე:

"შაქარი მაქვს, სპაზმები მომცა...არანაირ ფულს არ ვიღებ...დამაძალებენ, მოჩხრიკავენ, მაგრამ რამეს ვერ იპოვიან...“ - ზეწოლა-შანტაჟის საქმის ახალი ჩანაწერი 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი