"ეს იყო შოუ, სარკეში მათ აქვთ ჩასახედი" - ​ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარტია "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის პროტესტს კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა "შოუ მოაწყო".

ცოტა ხნის წინ ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მწვავედ გააკრიტიკა, უთხრა, რომ ფარსში მონაწილეობს და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნაზე სარკე დაუტოვა "შეგიძლიათ ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავი".

"როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე საუბრობს ქალბატონი ანა, ერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდის მოვიდნენ, როდის შემოგვთავაზეს, რომ რა გავაკეთოთ, ხომ არ გვაქვს რესურსი, კონსენსუსზე დაფუძნებით შევარჩიოთ კანდიდატები... გვესაუბრებიან იმაზე, რატომ არ აკეთებთო და ამასთანავე, ელემენტარულ ნაბიჯს არ დგამენ, რომ დავიწყოთ მსჯელობა. ეს იყო შოუ, მას სურდა, რომ ავყოლოდით და რამდენიმე საათში თქვენ ნახავთ სიუჟეტებს, ქალბატონი ანა როგორ მოძღვრავს ხალხს, რომელთანაც მას დასამოძღვრი არაფერი აქვს და სარკეში მათ აქვთ ჩასახედი", - თქვა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ. პროცესს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.

ამავე თემაზე:

"ამ ფარსში მონაწილეობა არის სირცხვილი! შეგიძლიათ ჩაიხედოთ" - ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს სარკე მიუტანა

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი