პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც ამ წუთებში გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ, "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებმაც ჯერ კიდევ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩადეს მნიშვნელოვანი დათქმა და შემდეგ არაერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ როგორც პარლამენტს, ასევე იუსტიციის საბჭოს სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურება უნდა შეეწყვიტა.

პროცესს ბოიკოტს უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფერს ლეგიტიმაცია არ აქვს.

მათ გუშინ მორიგი განცხადება გამოაქვეყნეს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რეფორმების გატარებამდე უზენაესის მოსამართლეები  არ დანიშნონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი