„კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც ის მისი გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფის შესახებ წერს:
"პრინციპში ვეთანხმები, მიდგომა მართალია. პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა ეს უნდა იყოს ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო ინტერესებზე, ეს არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე"- განაცხადა ბობოხიძემ.