ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა აჭარის მთავრობის მეთაურმა თანმხლებ პირებთან ერთად მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
რიჟვაძე ითხოვდა, რომ ნაზი ფუტკარაძე მარტო, დახურულ კარს მიღმა შეხვედროდა, რაზეც გარდაცვლილი დეპუტატის დამ უარი თქვა.
"შეხვედრას ვითხოვთ მთელი საკრებულოს წევრები, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები, მათ შორის მეც. ტელევიზიების თანდასწრებით იმიტომ, რომ ჩემი ძმა იყო მაჟორიტარი დეპუტატი ახალი საკრებულოს მოწვევის. ითხოვს მხოლოდ ჩემთან შეხვედრას და მარტო, დახურულ კარს მიღმა არ ვიცი რა უნდა შემომთავაზოს, ჩემ ძმაზე რაც ზეწოლა იყო და რამაც სიცოცხლე მოუსპო ჩემ ძმას ახლა ავდგე უნდა მარტო შევიდე და თვალებში შევხედო ადამიანს და ერთი თანმხლების უფლებასაც არ მაძლევენ, რომ გვერდში მახლდეს?! რას მიპირებენ მე არ ვიცი", - თქვა ნაზი ფუტკარაძემ.
ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე დაიბარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება, თუმცა ენმ-ს ლიდერები უწყებაში იმ აუდიოჩანაწერებით მივიდნენ, რომელიც გუშინ გახდა საჯარო.