ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ვითარება ბიუროს სხდომაზე იმდენად დაიძაბა, რომ ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" საკრებულოს ძველი შემადგენლობით გეგმავს ბიუჯეტის დამტკიცებას. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ეს არალეგიტიმური და არაკანონიერი გადაწყვეტილებაა. მმართველი პარტია კი საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობას არ ჩქარობს. 

უშუალოდ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კი ოპოზიცია ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის დღის წესრიგში შეტანას აპროტესტებ. სხდომა საკრებულოში ხვალაა ჩანიშნული.  

ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას - 19 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი